`ცერების თაობა`
16 წლის ელენესთვის საუკეთესო მეგობარია, 18 წლის თეოსთვის განუყოფელი ნაწილია, 14 წლის გივიკოსთვის თილისმაა.
ალბათ დაგაინტერესებთ რაზეა საუბარი – უბრალოდ მობილურ ტელეფონზე.
დღე-ღამეში საშუალოდ 50 - 70 მოკლე ტექსტური შეტყობინება, თუ `კაიფის~ ხასიათზე არიან ეს რიცხვი 150 - დან 200 - მდე იზრდება.
მშობლების აყოლიებაც არ უჭირთ, ერთად `ეკაიფებიან~ მობილურით გაცნობილებს, რომლებიც არასოდეს უნახავთ. ამ ტიპის `კაიფში~ გაჰყავთ დღეები და ღაეებიც. ღამის `ფართიც~ სწორედ მათთვისაა შექმნილი, უფასოა და რატომაც არა.
სწავლით და მხატვრული ლიტერატურის კითხვით თურმე არც მაშინ იკლავდნენ თავს, ვიდრე მშობლებისგან მობილურ ტელეფონებს მიიღებდნენ საჩუქრად, ახლა კი..
ჟიჟის არც ახსოვს 2 თვის წინ რა წიგნის კითხვა დაიწყო. მართა უკვე კარგა ხანია `ყვითელ ძაღლს~ კითხულობს, თუმცა არც ავტორი ახსოვს და არც ის როდის დაიწყო.
კითხვისთვის ვის სცალია..
სკოლაში მისვლისას თუ აღმოაჩინეს, რომ მობილური სახლში დარჩათ (თუმცა ეს თითქმის არასდროს ხდება), ის დღე ჩავარდნილად ითვლება. როდესაც პირველ ხანებში მოსწავლეთა ქცევის კოდექსში ცვლილებები შეიტანეს და მოსწავლეებს სკოლაში მობილურის შეტანა აუკრძალეს, თინეიჯერებს გამოსავლის მოძებნა არ გასჭირვებიათ.
საწყის ეტაპზე ჩექმა აღმოჩნდა სწორედ შესაფარისი ადგილი მობილურისთვის, მას მოჰყვა ჩანთა, შემდეგ ჯიბე.. ახლა კი აღნიშნულ ცვლილებაზე მხოლოდ `კაიფობენ~.
გაკვეთილებზე არც მესიჯების წერასა და არც საუბარზე ამბობენ უარს. თუ მასწავლებელი შედარებით მკაცრია, ჩანთაში ჩამალულ მობილურში წერენ.. დახედვაც არაა საჭირო, თან დროც არ ეკარგებათ. `გაკვეთილს მაინც არ ვუსმენ და რამით ხომ უნდა გავერთო?!~ _ აღნიშნა 15 წლის გიომ.
მთელ დღეს მეგობრები ერთად ატარებენ, სალაპარაკო კი მაინც ბევრი რჩებათ. ბინის ტელეფონზე საუბარი აზრადაც არ მოსდით, ფიქრობენ, რომ მესიჯი უფრო მოსახერხებელია.
თემები არ ელევათ..
პირველი, რაც მათ აღნიშნეს სიყვარულის მარად ახალი თემაა, შემდეგ ჭორაობა მეგობრებზე, თანაკლასელებზე, ნაცნობებზე და ა.შ., თურმე საყოფაცხოვრებო თემებიც აქტუალურია დღევანდელ თინეიჯერებში, უფრო დაკონკრეტება კი უჭირთ.
ჯანმრთელობაზე რომ უარყოფითი გავლენა აქვს მობილურ ტელეფონებთან ასეთ ხშირ კონტაქტს ყველამ შესანიშნავად იცის, მაგრამ არავინ ითვალისწინებს.
მეცნიერთა აზრით, წლების შემდეგ მომავალ თაობებში მოსალოდნელია ხელის მტევნებზე ცერი თითის ზომის ზრდის ტენდენცია. ეს გამოწვეული იქნება `მესიჯო მ ა ნ ი ი თ" რომელმაც შეიპყრო თინეიჯერები.
უწოდებენ თუ არა ახალგაზრდებს `ცერების თაობას~, ამას დრო გვიჩვენებს.

მარიამ ქვლივიძე