понедельник, 11 мая 2009 г.

sabralo arsebaa adamiani

ის დღე ჩვეულებრივზე უფრო ჩვეულებრივ გათენდა.

მაღვიძარამ დილის 8 საათზე დარეკა., როგორც ყოველთვის მომღიმარი სახით გაიღვიძა მალვინამ და საწოლიდან წამოიწია. წითელი პიჟამა ეცვა, პატარა დათუნიებით გაწყობილი. ფარდა გასწია და გარეთ გაიხედა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოქტომბრის მიწურული იყო, მზე გამოსულიყო, უკვე გაეთბო დედამიწა და ჰაერშიც საამო სურნელი ტრიალებდა თითქოს.

შაბათი იყო. ლექციები ამ დღესაც ჰქონდა მალვინას, მანამდე კი საჩუქარი უნდა ეყიდა მეგობრისთვის, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა.

ეს ყველაფერი თავისუფლად მოასწრო და შუადღისას უკვე მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ პიკნიკზე მიდიოდა. საკმაოდ ბევრნი იყვნენ, ისინი ვინც ყოველთვის ერთად იკრიბებოდნენ და, გარდა ამისა, მათთან იყო 3 - 4 ბავშვი, ისინიც კურსელები. ტრიალ მინდორზე გადაწყვიტეს გაჩერება, სუფრა გაშალეს და კოცონიც დაანთეს. ყველაფერი ჩვეულებრივ და ძალიან კარგად მიდიოდა, დრომ ლამაზად და სწრაფად გაირბნა.

მალევე ჩამობნელდა. ყველაფრემა საოცრად რომანტიკული ელფერი შეიძინა და რა გასაკვირია, რომ ისეთი რომანტიკოსი როგორიც მალვინა იყო ამ ელფერმა უდიდესი სისწრაფით ჩაითრია პირქუში ტარტაროსის სიღრმეში და ის მარადიული წყვდიადი რომელიც ტარტაროსის სამფლობელიში დახვდა მას, ერთ წამში გამეფდა მალვინას ცხოვრებაშიც. ვეღარც ხედავდა, აღარც ესმოდა მხოლოდ გრძნობდა და რას, ამას ვერც კი ხვდებოდა,. დაიწყო გაურკვევლობა, რომლის ბოლოც წყვდიადში ჩაინთქა და მისკენ წასასვლელი გზაც გაუჩინარდა. პატარა გოგონა სულ მარტო დარჩა და წყვდიადში ხელის ფათურით ეძებდა იმას, ვინც ჩაკიდებდა ხელს და შეუფერხებლად შეძლებდა მისთვის ჰემერას კარის ფართოდ გაღებას.

ეს დღე გარდამტეხი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. Yყველაფერი უკვე ორად გაიყო, ის რაც მანამდე იყო და ის რაც მაშინ დაიწყო. ყველაფერს სხვა თვალით შეხედა. ბევრმა რამემ იცვალა თავისი სახე და რაღაც არაჩვეულებრივად იქცა. იმ დღიდან მალვინა ერთერთი ღრუბლის პატარა კუნჭულში დასახლდა.

`, დამაცადე - ფიქრებს ნუ მისევ!

არ შემიშალო, ვიხარო ჩემთვის!`

დადიოდა იქ სადაც ყველა, აკეთებდა იმას რასაც ყველა, ცხოვრობდა ისე, როგორც ყველა, მაგრამ მისი თვალები ამ რუტინული ყოფის შეუსაბამოდ ბრწყინავდბნენ და მათში ის ცხოვრება იხატებოდა, რომელიც მალვინას გარდა არავის ენახა და არავის წარმოედგინა.

მალვინა ბედნიერი იყო, რითი? ? ამ კითხვას ხშირად სვავდა. ალბათ ისევ მის მიერ გამოგონილი სამყაროთი. იგი ფიქრობდა, რომ მისნაირი არავინ იყო, მისნაირად სიყვარული არავის შეეძლო და ვერც მისნაირი ცხოვრებით იცხოვრებდა ვინმე.

ნაწილობრივ მართალიც იყო.

ეს ცხოვრება მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და როგორც კი ვინმე შეაბიჯებდა მასში მაშინვე ჩამონგრევა ემუქრებიდა.

ამის გათვალისწინება კი 18 წლის მიამიტი ბავშვისთვის არც თუ ისე ადვილი იყო.

`she was lost, in a deep and darkest night..`

ამ ცხოვრებაში თითოეული დღე რამდენიმეს თუ არა, ერთ წელიწადს მაინც ნამდვილად უდრიდა. . ყოველი დღე წინაზე უფრო წარმტაცი თენდებოდა და გაღვიძებისას დანახული თუნდაც გაბუსხული და დაბღვერილი ცაც კი უაზროდ ბევრი სიხარულის მომტანი იყო მალვინასთვის. მაშინ ვერ წარმოედგინა თუ ეს ოდესმე დამთავრდებიდა და იმასაც კი ფიქრობდა, რომ ახლა საზარელ ღვთაებათა ერთერთ სახეცვლილებაში - თანატოსში გადასვლაც კი მისთვის ძნელი აღარ იქნებოდა, რადგან აისრულა ყველა ოცნება, მშობლების იმედებიც გაამართლა და ის ადგილიც იპოვა, სადაც მარადიული ბედნიერება სუფევდა..

მალვინა შეყვარებული იყო.. შეყვარებული ეროსზე.. რა შეიძლებოდა ამას მოეტანა, ძალიან ძნელი წარმოსადეგენი იყო, და თითქოს მალვინამ გამოსავალი იპოვა, მან ეროსი ადამიანთან გააიგივა, ადანიამთან, რომელთანაც ის თავს ყველაზე უფრო სრულყოფილად გრძობდა..

`ემოციათა უპირატესობა

ის გახლავთ, რომ

ხშირად ჭეშმარიტების

გზას აგვაცდენს ხოლმე.`

მაშინ იგი შეცდომაზე არც ფიქრობდა და ვერც იფიქრებდა.. მის ემოციას არაფერი ჰქონდა საერთო იმ ჩვეულებრივ ადამიანურ სიყვარულთან, რასაც ზოგადად უწოდებენ სიყვარულს და მისი სიტყვებით გამოთქმასაც კი ცდილობენ გრძნობაწაბილწული ადამიანები. მალვინას წარმოდგენით მას მსგავსი არაფერი ელოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ის, ვიზეც ფიქრი შეაჩერა ღირსეული შემცვლელი იქნებოდა ეროსისა.

თითქოს ყველაფერი ისე იყო როგორც მას ეგონა, იგი ბედნიერი იყო.. თითქოს არაფერი აკლდა და მიაღწია იმ პიკს საიდანაც წასასვლელი აღარსადაა და თითქოს ჩიხში ექცევა ყველაფერი.

მისმა ოცნებებმა რაღაც ადამიანური შეიძინა და მალვინამ თანდათან ფრთების გამოყენებაც დაიწყო, ზოგჯერ მაინც რომ ჩამოსულიყო მიწაზე, ფეხი დაედგა მასზე და შეეცნო, რომ ცხოვრება სწორხაზოვანი არაა, რომ იგი სავსეა უკეთური არსებებიც, რომლებიც ადამიანური ტრაგედიების მიზეზები ხდებიან, და თანაც ხშირად..

`სამყარომ მშობიარე ქალის

ტკივილები უნდა გამოსცადოს,

რათა თუნდაც სრულიად

უბრალო ყვავილმა გაახილოს

ამქვეყნად თვალი.`

ამისთვის მას სულრამდენიმეწ დღე დასჭირდა, თუმცა ეს რამდენიმე დღეც კი (14 დღე) მისი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავ და ძვირფას ფურცლებად იქცა, რომელიც არასდროს ამოიშლებოდა და თავის კვალსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დატოვებდა მასში..

მისი ტრაგედიაც ადამიანური იყო და სწორედ ამიტომ იყო ყველაზე ძნელად გასაძლები, მალვინა არ იცნობდა მას..

მტერს კი რომ სძლიო, მისი ყველა მხარე უნდა აწონდაწონო და შეისწავლო..

თუმცა ეს მტერიც სულ მოულოდნელად და გაუფრთხილებლად დაესხა თავს პატარა გოგონას. ხელფეხი შეუკრა და არ მისცა საშუალება თუნდაც განძრევის, თუნდაც საშველად ვინმეს მოიხმობის. .

ერთი კია, მის ძახილს მაინც ვერავინ გაიგებდა. ისევე როგორც მისი არცერთი სიტყვის, არცერთი განცდის გაგება არავის შეეეძლო სწორად და მარტოობის ალყაში მომწყვდეულიყო იგი.

დიახ, საბრალო არსებაა ადამიანი, -

ვიცი და მჯერა!

მსურდა ამისი დავიწყება,

და, აჰ, როგორ ვნანობ -

მოვედი შენთან!

მარიამ ქვლივიძე

Комментариев нет: